Monday, March 13, 2017





1. პროექტის სახელწოდება:  მოქალაქეთა ჩართულობა ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში

2. პროექტის აქტუალობა: მოქალაქეები არ არიან ჩართულები ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში და სარგებლობენ მათთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებით მიიღონ მონაწილეობა ადგილობრივი მნიშვნელობის მქონე საკითხებით.

3. პროექტის მიზნები: მოსწავლემ შეძლოს გაანალიზოს საქართველოში თვითმმართველობისა და სახელმწიფო მმართველობის სისტემის განვითარების პროცესი. მოსწავლემ შეძლოს დაასაბუთოს
 თვითმმართველობის განვითარების მნიშვნელობა საქართველოს სახელმწიფოსათვის.
4. მონაწილეთა ასაკი: IX კლასი

5. ვადები/ხანგრძლივობა:  1 თვე

6. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: პრეზენტაცია  power point-ში

7. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო, საოფისე პროგრამები, პროექტორი, კომპიუტერი, ფოტო აპარატი, მარკერები, ფერადი სტიკერები, დაფა , ცარცი, რვეული, კალამი.

8. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):  მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ადგილობრივი მოსახლეობის,  მუნიციპალიტეტის საქმიანობის პროცესში ჩართულობის შესახებ, მიაწოდებენ ინფორმაციას მოქალაქეებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების  უფლებამოსილების შესახებ,  დაუსაბუთებენ თითოეული მათგანის მონაწილეობის მნიშვნელობას თვითმმართველობის განვითარებისთვის, დაეხმარებიან მოქალაქეებს გაიაზრონ მათი უფლებები და ისარგებლონ ამით. ამის შემდეგ მოძიებულ ინფორმაციას დაახარისხებენ, გააერთიანებენ და წარმოადგენენ პრეზენტაციას power point-ში.
.
9. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
მოქ.X.9. მოსწავლეს შეუძლია   გაანალიზოს საქართველოში თვითმმართველობისა და სახელმწიფო მმართველობის სისტემის განვითარების პროცესი.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • ასაბუთებს თვითმმართველობის განვითარების მნიშვნელობას საქართველოს სახელმწიფოსათვის; 
10. პროექტის ხელმძღვანელი: ეკატერინე კაპანაძე
11. ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: ekaterinekapanadze9@gmail.com